თბილისს საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება.
პროცესს მესამე პრეზიდენტიც დაესწრება. სავარაუდოდ, ის დარბაზიდან საზოგადოებას დღესაც მიმართავს.
ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამის საილუსტრაციოდ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.
“დაცვის მხარე კვლავინდებურად გამოიყენებს ყველა იმ მექანიზმს ყველა იმ საპროცესო ბერკეტს, რომელიც მონიჭებული გვაქვს საქართველოს კანონმდებლობით ორი მიზნით: პირველი ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს ეფექტურად დაცული და მეორე – ეს პროცესი იყოს კიდევ ერთი, მორიგი დემონსტრატორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნისა. პრეზიდენტი გეგმავს პროცესზე დასწრებას, იმედია, ამაში ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუწყობს ხელს”, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.