მოსკოვის “სამხედრო ოპერაცია” დასრულდება მაშინ, როდესაც ნატო შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიის გამოყენებას, რაც საფრთხეს ქმნის რუსეთისთვის. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ალექსეი პოლონჩუკმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-სთან.
“სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა მისი ამოცანები შესრულდება. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიიდან მოსული საფრთხის აღმოფხვრა, ნატოს ქვეყნების მიერ მისი დაპყრობის გამო”, – თქვა პოლიშჩუკმა.
თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ ემუქრებოდა ნატო რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან.
დიპლომატმა დასძინა, რომ “ოპერაცია” გეგმის მიხედვით მიდის და რომ “მისი ყველა მიზანი მიიღწევა”.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში ომს, ომის დაწყების დღიდან “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.