ბოროდიანკის მაცხოვრებელი კაცი კადიროველებს თაგვის წამლიანი ყველით გაუმასპინძლდა

რუსულ არმიას და მის შემადგენლობაში მებრძოლ დაჯგუფებებს აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც ოკუპანტების რიცხვის შესამცირებლად ყველაფერს აკეთებენ. ტელეგრამ არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც მათი ინფორმაციით კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკას მაცხოვრებელი მამაკაცია გადაღებული.

ჭაღარა მამაკაცი ყვება, რომ მოამზადა ყველი თაგვის წამლით, რომელიც სახლში ქონდა და შემდეგ ეს ყველი კადიროველებს აჭამა.

კითვხვაზე, რა დროის შემდეგ მუშაობს საწამლავი, მამაკაცმა უპასუხა:

“მე არც ვიცი როგორ მოქმედებს… მქონდა ვირთხის საწამლავი, ვირთხებს ვწამლავდი. მოვამზადე და მორჩა.“

უკრაინელების მიერ ოკუპანტების ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევები ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ იყო. აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმცაია, რომ ხარკვის ოლქში იზიუმის რაიონში ადგილობრივი მაცხოვრებლები რუსეთის მოტომსროლელი დივიზიის წევრებს მოწამლული ღვეზელებით გაუმასპინძლდნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 28 კი რეანიმაციაში აღმოჩნდა “გაურკვეველი წარმომავლობის“ ალკოჰოლით მოწამვლის გამო.

რუსი ჯარისკაცები ნათესავებთან სატელეფონო საუბრებში თვითონაც ყვებიან, რომ ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევები ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მხრიდან ხშირია. ერთ–ერთი ოკუპანიი ხაზს უსვამს, რომ უფროსობამ მიატოვა და ისინი უბრალოდ მშივრები არიან.

newsreport.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share