ევროპამ რუსულ ნავთობზე შესაძლოა, ემბარგო დააწესოს

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მარმა განაცხადა, რომ ევროსაბჭომ რუსეთიდან შემოსულ ნავთობს შესაძლოა, ემბარგო დაადოს. საუბარია, რომ ეს ფაქტი უახლოეს კვირებში მოხდება.

„ნავთობს რუსეთისთვის დღეში 700 მილიონი დოლარი მოაქვს, ამიტომ მისი აკრძალვა რუსულ ეკონომიკასა და ხელისუფლებას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. აუცილებელია, რომ ამ საკითხზე ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანასთან შეთანხმებას მივაღწიოთ. ჯერჯერობით ეს ასე არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.

მანამდე მსგავსი აზრი უნგრეთის ხელისუფლებამაც დააფიქსირა და განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს უჭერს. ამავე იდეის მხარდამჭერია საფრანგეთის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენიც.

ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას რუსული ნავთობი არ სჭირდება და ისინი აქტიურად მუშაობენ, რომ საფრანგეთმა გაზი სხვა ქვეყნებისგან შეიძინოს.

 

წყარო: lenta.ru

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share