„აზოვის“ პოლკის მებრძოლებმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვები და ქალები ჩანან, – Ukrinform-ის ინფორმაციით, ვიდეო საჰაერო სარდლობა “დასავლეთის” „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
„სახლებში გვინდა დაბრუნება, გვინდა ცოცხლები დავბრუნდეთ, ახლობლები ვნახოთ. 27 თებერვლიდან დედასთან და ბებიასთან ერთად სახლი დავტოვეთ. იმ დროიდან არ გვინახავს მზე, ცა. ძალიან გვინდა აქედან გასვლა, უსაფრთხო ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე,“-აცხადებენ ბავშვები სამხედროებთან საუბარში.
„ვიმყოფებით „აზოვსტალის“ კომბინატში, მოგმართავთ, გთხოვთ, გაგვიყვანეთ აქედან. გვინდა, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ახლა ჩვენთვის საჭმელი ვჭამოთ, ტკბილი ჩაი დავლიოთ“, – აცხადებს ბუნკერში მყოფი ერთ-ერთი ქალი.