“ქართული ოცნება” კოვიდით კლავს ჩვენს მოქალაქეებს!!! ხელისუფლება გენოციდს აწყობს!” -პარლამენტის უკანა შესასავლელთან “ლელოს” წევრები იკრიბებიან.
ადგილზე 65 სანთელია ანთებული, როგორც 65 გარდაცვლილი ადამიანის სიმბოლო.
“ხელისუფლების უუნარობა და უმოქმედობა კლავს!!!
Covid19 საქართველოში დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება.
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში, სიკვდილიანობით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანაა.
ხელისუფლება არაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად და ადამიანების გადასარჩენად.
“ქართული ოცნება” კოვიდით კლავს ჩვენს მოქალაქეებს!!! ხელისუფლება გენოციდს აწყობს!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით სწორედ 65 ადამიანი გარდაიცვალა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღიურად მივლენ საკანონდებლო ორგანოსთან და დაანთებენ იმდენ სანთელს, რამდენი გარდაცვლილიც იქნება კოვიდით იმ დღეს.