“გავა დრო,ჰოლივუდი გადაიღებს ეპოქალურ ფილმს,სახელწოდებით-“მარიუპოლი”…გავა დრო, “ოცნება”-ზე რომელიმე ნიჭიერი ქართველი რეჟისორი გადაიღებს სატირულ კომედიას”-გურული

გავა დრო, ჰოლივუდი გადაიღებს ეპოქალურ ფილმს, სახელწოდებით – “მარიუპოლი”, სადაც მოხსენიებული იქნებიან პოლკ “აზოვის” შემქმნელი, სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ქართველი ოფიცრები; მოხსენიებული იქნება პრეზიდენტ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირი რუსეთთან მოლაპარაკებისას, დავით არახამია; ასევე სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი, ნიჭიერი და მამაცი კაცი და იამაყებენ ქართველები ამით.
გავა დრო, კოალიცია “ოცნება” ჩაბარდება ისტორიას და რომელიმე ნიჭიერი ქართველი რეჟისორი გადაიღებს სატირულ კომედიას; ბევრს ვიცინებთ ენდემურ გროტესკულ პერსონაჟებზე; თან შეგვრცხვება კიდეც; წესიერ ქართველებს, რასაკვირველია; თან გაგვიხარდება, რომ ქართველების გარდა არავის დააინტერესებს ეგ ფილმი …
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share