შეერთებული შტატების ეროვნულმა უშიშროების საბჭომ უკანასკნელ წუთებში მხატვრული ტანვარჯიშის ოლიმპიური ჩემპინისთვის, ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შეაჩერა. ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აშშ კაბაევასთვის სანქციების დაწესების შეჩერებით პუტინთან ურთიერთობის დაძაბვას მოერიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაბაევა პუტინთან დაახლოებული პირია, რომელსაც პუტინთან მინიმუმ სამი შვილი ჰყავს.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც კაბაევას წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა, საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გამოცემას უთხრეს, კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესება დღის წესრიგში კვლავ დგას.