რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაში გამაგრებულ სამხედროებს იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს. კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ პუტინმა თურქეთის პირველ პირთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
“რაც შეეხება უკრაინელ სამხედროებს და ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებს, რომლებიც “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე არიან ბლოკირებული, ოფიციალურმა კიევმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე, მათ იარაღის დაყრის ბრძანება მისცეს”, – აცხადებს პუტინი.