„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 31% „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ასახელებს.
რაც შეეხება სხვა პარტიების მონაცემებს:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
„საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 4%;
„დროა – ელენე ხოშტარია“ – 2 %;
„სტრატეგია აღმაშენებელი- გიორგი ვაშაძე“ – 2%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 2 %;
„ხალხისთვის- ანა დოლიძე“-2%;
„ლელო“ -2%;
„პატრიოტთა ალიანსი“- 1 %;
„კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფო“ – 1%;
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ -1 %;
„მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %;
სხვა – 2%;
არ ვაძლევ ხმას – 4%;
ბიულეტენს გადახაზავს – 11%;
არ ვიცი – 12 % ;
არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული – 7 %.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო
ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.