საპარლამენტო უმრავლესობის 3 წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ბერაიას და დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის, არგენტინაში 6 დღიანი მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს სოლიდური თანხა დაუჯდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევით, საპარლამენტო დელეგაციის თვითმფრინავის ბილეთები, ბუენოს-აირესში საფეხბურთო მატჩზე დასწრება და ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს 40 ათასი ლარი დაუჯდა.
დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მათი ვიზიტი საქართველო-არგენტინის მეგობრობის გაღრმავებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. ვოიაჟი კი ძვირი კი იმიტომ დაჯდა, რომ თვითმფრინავის ბილეთებია გაძვირებული.
ირკვევა, რომ ქართველმა კანონმდებლება არგენტინელებს საპარლამენტო მმართველობის შესახებ სალექციო კურსიც კი ჩაუტარეს, სადაც ძირითადი საუბარი არაღიარების პოლიტიკაზე იყო.
თუმცა არგენტინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ ქვეყნებად ისედაც არ ცნობს.
tv pirveli