ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, უკრაინაში, ლვოვში იმყოფება.
ანჯელინა ლვოვის რკინიგზის სადგურზე დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. შეიარა ადგილობრივ კაფეში ყავის დასალევად, ეწვია ბავშვთა თავშესაფარას.
ვიზიტის ფარგლებში, მსახიობი იმყოფებოდა ლვოვის კლინიკაში, სადაც დაჭრილი ბავშვები მოინახულა.