ივანიშვილის რუსული გზა | რას განიხილავდა ოლიგარქი ევტუშენკოვთან და რას ნიშნავდა საუბარში სიტყვა “მარცვლეული”

ამ გადაცემაში გვერდს ვერ ავუვლით ევტუშენკოვისა და ივანიშვილის ძალიან მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის არსებობა თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა, დაადასტურა გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობასთან ერთად. ომამდე და ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებამდე ევტუშენკოვის პირადი თვითმფრინავი რომ საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებიდანაც ალბათ გახსოვთ.

გაგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ ამ რუსი ოლიგარქის კომპანიაში დასაქმდნენ და აღზევდნენ დავით ხიდაშელი, ლევან ვასაძე, უშიშროების ყოფილი მინისტრები – ვალერი ხაბურძანია და იგორ გიორგაძე, სომხეთის პრეზიდენტიც კი. ალბათ გასაგებია, რომ აწ უკვე სანქცირებული ევტუშენკოვის “სისტემა აფკ” გაცილებით სხვა გაქანების სისტემაა, სადაც წარმატებით საქმიანობენ ეფესბეს სკოლის კურსდამთავრებულები. ვარაუდებთან ერთად ამას ფაქტებიც ადასტურებს, თუნდაც სამხედრო მრეწველობა და დრონების წამროება გავიხსენოთ.

მას შემდეგ, რაც ჩანაწერის ავთენტურობა პირადად ევტუშენკოვმა დაადასტურა, “ქართულ ოცნებას” ისღა დარჩენოდა ეღიარებინა, რომ რაღაც კომერციული თემა იყო და ვიღაც ბიზნესმენებს შეხვდნენო. მოდით გავყვეთ ამ ლოგიკას – რაღაც კომერციული თემა, მარცვლეული – რომელზეც რუსი ოლიგარქი ქართველ ოლიგაქს ეუბნება, რომ თუ შენ შემოხვალ, მეც შემოვალ და უკმაყოფილო არ დარჩებიო.

მაგრამ:

  1. მარცვლეული აქამდე არცერთი მათგანის ინეტერესის სფეროში არ ყოფილა;
  2. მარცვლეულს სანქციები არ ეხება და მისი გატანის პრობლემა რუსეთს არ აქვს;
  3. საქართველოს ბაზარი იმდენად პატარაა, რომ რუსული წარმოების მეასედის მეასედს შეადგენს და შესაბამისად აქ იმპორტიც ევტუშენკოვისთვის საღ აზრს მოკლებულია.

შესაბამისად, ლოგიკურად მივდივართ შეკითვამდე: რა არის ამ საუბარში ნახსენები მარცვლეული? და კიდევ ერთი ტყუილი: სად არიან ადამიანები, ბიზნესმენები, ვისაც ევტუშენკოვის მიერ გამოგზავნილი ალი უზდენოვი შეხდვა. ის უზდენოვი, რომელიც ღარიბაშვილთან გამოუშვეს და დაჟინებით ითხოვდა პირადად ივანიშვილთან შეხვედრას?

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share