მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, სახელწოდებით – XE. ინფორმაციას Euronews ავრცელებს და წერს, რომ ის ომიკრონის ჰიბრიდული ვერსიაა და ორი შტამისგან – BA.1 და BA.2-ის კომბინაციისგან შედგება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის უფრო ინფექციური იქნება, ვიდრე ამჟამად გავრცელებული შტამი.
ვირუსის ეს სახეობა პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, თუმცა ახლა სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულია, მათ შორის იაპონიასა და ინდოეთში. აპრილის დასაწყისში, ახალი შტამით დაავადებულთა რაოდენობა ათასზე მეტი იყო და ახლა კიდევ უფრო გაზრდილია.
უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ ტალღას და რისკებს? – გამოცემის ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე რიდინგის უნივერსიტეტის პროცესორი საიმონ კლარკი ამბობს, რომ ახალ შტამზე დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია.
“ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ… მეცნიერები ვერაფერს იტყვიან, სანამ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა არ დაინფიცირდება” – თქვა მან.
ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია XE-ს მუდმივად აკონტროლებს და ამბობს, რომ მდგომარეობა სტაბილურია.