”ირაკლი კობახიძეს ეტყობა დაავიწყდა, რა კრახით დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარის კარიერა?!”

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა ირაკლი კობახიძის შესახებ წერს და ამბობს , რომ მას ხალხმა ხშირად უნდა შეახსენოს, თუ რა კრახით დაასრულა  პარლამენტის თავმჯდომარის კარიერა:

”ირაკლი კობახიძეს ეტყობა დაავიწყდა, რა კრახით დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარის კარიერა?!

ეტყობა აღარ ახსოვს, ის სავარძელი საიდანაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ვის დაუთმო სამარცხვინოდ?!

ეტყობა აღარ ახსოვს,ქეჩოთი თრევას რომ ჰპირდებოდა აღელვებული ხალხი თუ არ გააჯვამდა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან.

მუდმივად უნდა შევახსნოთ,რომ დიდი ხნის უკან დაასრულა სრული კრახით მისი პოლიტიკური მოღვაწეობა და ახლა რუსული პარტიის თავმჯდომარის პოსტზეც უკანასკნელ წუთებს ითვლის…და იქაც მხოლო მანამდე დარჩება,ვიდრე საბოლოოდ არ გაფორმდება პუტინის კრახი უკრაინაში და მაქამდეც სულ ცოტა დარჩა. ქართული ოცნება / Georgian Dream მიშაც გადარჩება,ეს ქვეყქანაც ამოვა იმ დიდი რუსული ჭაობიდან,  რომელშიც თქვენ შეათრიეთ და ყველაფერი მაგრად იქნება!” -წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share