ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩის თქმით, აშშ-ს აქვს სანდო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას ,,მაისის შუა რიცხვებში” შეეცდება.
მისი თქმით, რუსეთი ხერსონის ანექსიასაც ეცდება.
,,ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთს, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმები მაისის შუა რიცხვებში აქვს. მოსკოვი მსგავს გეგმას ხერსონთან დაკავშირებითაც განიხილავს”, – განაცხადა ელჩმა მაიკლ კარპენტერმა, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.