ბაზარში მისულ ხალხს 46%-ით გაძვირებული ბოსტნეული დახვდება. ფასების მატების ახალი ინდექსი დღეს ,,საქსტატმა” დაადგინა.
სახელმწიფო მთვლელის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით აპრილში ბოსტნეულის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარდა 28 პროცენტით გაძვირდა პური, რძის პროდუქტები – 18 %-ით, შაქარი კი – 20% ით. გაზრდილია ფასი თევზეულზე, თითქმის 19 % -ით, საურსათო პროდუქტებზე 17,6 % ით, ხილზე 14,4 % -ით, ხორცზე თითქმის 11 % -ით. ფასების ზრდის ახალი ინდექში მოხვდა კომუნალური გადასახადების 9,4 % ზრდა.
ინფლაცია თითქმის 13 % ია. გამოსავალი არ ჩანს– ამბობენ ექსპერტები, მათი პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ფასების ზრდა კიდევ უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ამ დროს წესით მთავრობა ხარჯებსუნდა ამცირებდეს.
ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში მივიღებთ საშუალოდ 20%-ით გაღარიბებულ მოსახლეობას და ეს დიდი პრობლემაა.
გამოსავალი ერთადერთია- დაბალი საგადასახადო პოლიტიკა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ოთო აბესაძე.
კრიზისი ფონზე კი საქართველოს მთავრობამ დღეს ახალი შიდა ვალი აიღო. კოლოსალური სესხების ოდენობა კიდევ 20 მილიონი ლარით გაიზარდა.