ქსკ ლანჩხუთი გოგონებმა, ბიჭს რომელის გირაოს თანხაც სოციალურ ქსელში შეგროვდა, ტელეფონი უყიდეს.
ლანჩხუთელ ვლადიმერ ბეროზაშვილს,რომელიც ცოტახნის წინ
ბანკომატის ქურდობისა და დაზიანებისთვის დააკავეს, მისი გირაოს თანხის შესაგროვებლად კი, მთელი სოციალური ქსელი გაერთიანდა და მათი წყალობით ვლადიმერი უკვე სახლშია, ქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთი” გოგონებმა ტელეფონის საყიდლად 540 ლარი ჩაურიცხეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ფეისბუკ გვერძე -“This is ლანჩხუთი” გვერდის ადმინი ნინია ბარამიძე ფეხბურთელ გოგონებს მადლობას უხდის და წერს:
“ქსკ ლანჩხუთი • WFC Lanchkhuti
გოგონებმა 540 ლარი ჩაურიცხეს ლუის
Vladimer Berozashvili -სთვის მობილურის საყიდლად. ოქროს გოგოები ხართ ჩვენო ჩემპიონებო
Lui Oragvelidze”
შეგახსენებთ, ვლადიმერ ბეროზაშვილი რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში, ბანკომატის მოპარვისა და დაზიანების ბრალდებით დააკავეს, მას ფოთის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა, გამომდინარე იქიდან, რომ ვლადიმერს მთელი ქალაქი წესიერ და პატიოსან ადამიანად იცნობდა, სოციალურ ქსელში მოსახლეობა გაერთიანდა და რამდენიმე დღეში, გირაოს თანხა სრულად შეგროვდა. ვლადიმერი თავის ოჯახს დაუბრუნდა.