ლონდონის ჩელსიში აბრამოვიჩის 19-წლიანი ეპოქა დასრულდა. ლონდონური კლუბი გაიყიდა. ბრიტანული მედია წერს, რომ კლუბი ამერიკულმა კომპანია – ლოს ანჯელეს დოჯერსმა – შეიძინა და აქციებში 5 მილიარდი ევრო გადაიხადა.
“ჩელსის” ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფორმალური დეტალები, მაისის ბოლოს მოგვარდება.