მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო საკუთარ ტელეგრამ გვერდზე ნანგრევებად ქცეულ ქალაქში არსებულ სიტუაციაზე წერს. მისი თქმით, ქალაქი ცხედრებითაა სავსე და ამის დასტურად ერთ-ერთი მარიუპოლელი კაცის მოყოლილი ამბავს იხსენებ, რომელიც ნანგრევების გაწმენდაზე მუშაობს.
“მარიუპოლში ნანგრევების გაწმენდაზე მომუშავე ერთი პირის ისტორია. სახელის გარეშე, რადგან ის კვლავ მარიუპოლშია, მუდმივი საფრთხის ქვეშ.
ოკუპანტების ზეწოლის გამო და ოჯახის გამოკვების მიზნით, გასულ კვირას ის ქალაქის ნანგრევებისგან გაწმენდის სამუშაოზე დათანხმდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღე გაძლო. ამბობს, რომ იქ მომუშავეებს ხშირად ემართებათ ღებინება, დამუნჯება, ისტერიკა, ყველაფერი იმის გამო რომ მათ ჭკუაზე შლით ადამიანების გვამების და გვამების ნაწილების რაოდენობა, რომელსაც ნანგრევებში პოულობენ.
თითოეული სახლის ქვეშ, რომლის ნანგრევებსაც ისინი თხრიდნენ, 80-100 მდე ცხედარს პოულობდნენ.
აქედან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მარიუპოლში ადამიანური დანაკარგების ოფიციალური მაჩვენებლები შეიძლება არ ემთხვეოდეს რეალურს.
თვითმხილველი ამბობს, რომ ქალაქში ბევრ ადამიანს ნერვული აშლილობა აქვს. ზოგი მოულოდნელად და უდროოდ იწყებს სიცილს, ზოგი ტირის. ადამიანებმა ქალაქში მოძრაობა უფრო აქტიურად დაიწყეს და ხედავენ ყველა საშინელებას და ნგრევას – ახლა ყველაფერი მათ თვალწინაა. ფსიქიკა ვერ უძლებს “რუსული მშვიდობის” სიხარულს,” – წერს პეტრ ანდრიუშჩენკო.
ანდრიუშენკო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ წარწერებზეც რომელიც მარიუპოლში ბინების კარებზე ჩნდება.
“იმის გამო რომ ოკუპანტები არ იძლევიან სახლებში გარდაცვლილების დაკრძალვის საშუალებას, მარიუპოლები ბინების კარებზე აკეთებენ წარწერებს, სიკვდილის სავარაუდო თარიღისა და ცხედრის აღმოჩენის დროის შესახებ,”- ამბობს მარიუპოლის მერის მრჩეველი.