“ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას – ეს განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
ადვოკატი ამბობს, რომ უკვე მეოთხე თვეა, მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ პირად ექიმსა და კონსილიუმის წევრებს, რაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც შეაფასა;
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება და პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს.
პროცესი ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 საათზეა ჩანიშნული.