ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ დღეს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე სრული კონტროლს დაამყარებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“მინდა გავახარო ხალხი, რომელსაც უკრაინაში მშვიდობის ნახვა სურთ. ყოვლისშემძლე ალაჰის დახმარებით დღეს მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე სრულ კონტროლს დავამყარებთ”, – აცხადებს კადიროვი.
რუსული მედია წერს, რომ მარიუპოლის მცველებს დანებებისთვის 2 საათი მიეცათ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეტევის ახალი ეტაპის დაწყება უკვე დაადასტურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 18 აპრილს მტერი აქტიურად ბომბავდა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს.
მეტი ინფორმაციისთვის, რუსებმა მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე ახალი შეტევა წამოიწყო, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში კონცენტრირდება.
ცნობისთვის, უკრაინაში ოკუპანტმა ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და აგრესია ამ დრომდე გრძელდება.