ხულოში ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ტრაქტორით ხევში გადავარდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე ნაწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.