ორკეს მთა
თურქების თარეშის დროს მდინარე ხევისწყალის ხეობაში არსებული სოფლები ძალიან აწიოკებული იყო . თურქსელჩუკები იტაცებდნენ ბავშვებს . მათგან თავის დასაცავად ადგილობრივებმა მშვენიერი ხერხი გამოიყენეს , თურქები გადმოდიოდნენ სამხრეთ კავკასიონის მთებზე არსებული სერების გამოყენებით , ადგილობრივებმა მაღალ მთებზე დააწესეს საყარაულოები , მთის მწვერვალებზე თივის კოცონს აჩაღებდნენ და ასე ავრცელებდნენ შვიდ მწვერვალზე , ბოლო მთა იყო ორკე , ორკეზე დანთებულ კოცონს ხედავდნენ ყველა სოფლიდან . გაფრთხილებული ხალხი იოლად უმკლავდებოდა გამტაცებლებს , ხალხმა გადაწყვიტა ორკესთვის მიენიჭებინათ წმინდა სტატუსი და ააშენეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია , სადაც კოცონის მაგივრობას უზარმაზარი ზარი ასრულებდა . ზარის რეკვა მტრის გამოჩენას აუწყებდა ხალხს , რა ბედი ეწია ორკეზე არსებულ ეკლეისას ? ის 1924–1926 წლებში დაანგრიეს ბოლშევიკებმა და ააშენეს სოფელ ზემოხეთში სკოლა.
სიტყვა ორკე ნიშნავს სარკმელს, პატარა ჭუჭრუტანას.