ოზურგეთში ალტ-ინფოს ოფისი ამ წუთებში იხსნება

 

ამ წუთებში ოზურგეთში პრორუსული ორგანიზაცია ალტ-ინფო ოფისს ხსნის. ისინი ბინას დღეიდანჭავჭავაძის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით დაიდებენ.
ოფისის გახსნას თბილისიდან მოწვეული მათივე მხარდამჭერები ესწრებიან.
ადგილობრივ ორგანიზატორებს შორის კი, მამა ვახტანგ თოხაძესთან ერთად, ვინმე ლევან თავდიშვილიცაა.
ადგილობრივები სოციალ ქსელში, “გურიის მოამბის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ ალტ ინფო ადგილზე ოფისს ხსნიდა, ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ოფისის გახსნას, თუმცა, როგორც ჩანს, ამას ხელი არ შეუშლია პრორუსული ძალისთვის ადგილზე თავისი მიზნები განახორციელონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share