ვარკეთილში სპეცოპერაციისას დააკავებულები ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდნენ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცავებმა შუამთის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან ძმები ბექა და გიორგი შენგელიები აიყვანეს, რომლებსაც არსებული ინფორმაციით, 3 კვირა,   ზუგდიდში მოქალაქის დაჭრის გამო ეძებდნენ. ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, იქამდე კი სპეცოპერაცია სპეცრაზზმა ჩაატარა. კორპუსთან გაშლილი იყო უსაფრთხოების ბალიშიც, რადგან ძმები ხელყუმბარის აფეთქებით, ასევე კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები ძალას გამოიყენებდნენ.

ზუგდიდში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, სულ სამი პირი იყო ძებნილი, მათგან ერთი, მიხეილ ხარებავა სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share