დიდი შვიდეულის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტოა, ის კიდევ უფრო გაძლიერდება – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს. ემანუელ მაკრონი “ტვიტერზე” დიდი შვიდეულის ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას ეხმაურება. მაკრონის თქმით, ომი უნდა დასრულდეს.
” ჩვენ დღეს პირობას ვდებთ, რომ ეტაპობრივად შევაჩერებთ ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე”,- წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.