რუსეთის ელჩს პოლონეთში, წითელი საღებავი შეასხეს. დიპლომატი ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან მივიდა, სადაც მას ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ საპროტესტო შეძახილებით. სერგეი ანდრეების მისამართით ისმოდა შეძახილები “რაშისტები”. ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს პოლონელებმა რუსული აგრესია უკრაინაში.