თამარ გვერდწითელი 9 მაისის კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თამარ გვერდწითელი 9 მაისის კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მომღერალმა გამარჯვების დღის ღონისძიებაში მონაწილეობა უარყო. ინფორმაცია გვერდწითელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ოფიციალური გვერდის განმარტებით თამარ გვერდწითელი რამდენიმე თვეა თბილისში იმყოფება, გავრცელებული ვიდეო კი მონტაჟია, რომელიც დეზინფორმაციას ემსახურება.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.
საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად”, –  ნათქვამია ტექსტში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share