მარხვის დღეებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით:
შობის მარხვაში, 26 დეკემბრიდან 7 იანვრამდე თევზი აღარ მიიღება, გამონაკლისი დღეებია 31 დეკემბრის საღამოდან 2 იანვრის ჩათვლით”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.