დღეს დილით ქართველი მსახიობი და დიქტორი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ის ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი სახე იყო. ჯულიეტა ვაშაყმაძემ ქართულ ტელეეკრანზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა, ცნობილია, რომ ის ყველა ტექსტს ზეპირად იმახსოვრებდა და ეთერში სწორედ ასე გადიოდა.
ის გამორჩეული იყო ასევე, საკუთარი გარეგნობით, ქართველი ჯაზ-ვუმენი 80 წლის გიული ჩოხელი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც ქუჩაში მაკიაჟით დადიოდა, თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა და მას თანატოლი გოგონები ბაძავდნენ.

ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არაერთ ქართულ ფილმში, დასამახსოვრებელი როლები მან ფილმებში “არაჩვეულებრივი გამოფენა” და “ყვავილი თოვლზე” შექმნა.
“პრაიმამბებთან” ის მისმა კინოპარტნიორებმა იმედო კახიანმა და ლეო ანთაძემ გაიხსენეს.
იმედო კახიანი: ჯულიეტა საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. ორივემ თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრეთ, მაგრამ ჯულიეტა როცა მოვიდა მე აღარ ვიყავი იქ.
ურთიერთობაში თბილი ადამიანი იყო. მაშინ ელდარი “არაჩვეულებრივ გამოფენას” იღებდა, სადაც მეც მიღებდნენ ეპიზოდში და გადასაღებ მოედანზე ვხვდებოდით.
კარგ განწყობასთან არის ჩემთვის დაკავშირებული ჯულიეტა და ძალიან საწყენია, რომ ის აღარ არის.

ლეო ანთაძე: ჯულიეტა იყო ნიჭიერი, თავიდან არქიტექტურული დაამთავრა, შემდეგ დაიწყო სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში. რასაც ხელს ჰკიდებდა, ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა.
ჩვენ ერთად დავდიოდით პიონერთა სასახლეში, ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს.
ჩემთვის არაჩვეულებრივი და გამორჩეული პარტნიორი იყო. ფილმში “ყვავილი თოვლზე” გვქონდა ერთი სცენა, სადაც მე ყვავილის მოსაწყვეტად მივდივარ და ამ დროს თოვლი წამოვა მთიდან და ამ თოვლში მოვყვებით. როცა ამოვძვრებოდით თოვლიდან, ორივეს უნდა გაგვეცინა.

მართლაც როცა თოვლიდან ამოვედით, თმები გაწეწილი ჰქონდა და გრძელი წამწამები თოვლით დაფარული, ეს რომ დავინახე მართლა გულიანი სიცილი ამიტყდა. ისე გვეცინებოდა ორივეს, ყველას ტაში დავიმსახურეთ.
კარგი სცენა გამოვიდა, მაგრამ ოპერატორმა მეორე დუბლი გადავიღოთო, ამაზე ეჩხუბა რეჟისორი, მაგრამ ოპერატორმა თქვა: განათება არ იყო საკმარისიო, ასე რომ გადავიღეთ მეორე სცენა და ისეთი სიცილი აღარ გამოგვივიდა.
კარგა ხანია ჯულიეტა აღარ მინახავს. ვნანობ, რომ აღარ არის.

მსგავსი სტატიები
- 97
ბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს: "120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და…
- 97
ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. „არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა,…
- 97
Jingle Bells - ყველასათვის კარგად ნაცნობი მელოდიაა, რომელიც საახალწლო დღესასაწაულების არაოფიციალურ ჰიმნად ითვლება, მაგრამ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ რატომ ასოცირდება შობა-ახალ წელთან სიმღერა, რომლის ტექსტში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები ამ ორი დღესასწაულის შესახებ. მოდით, ერთად გადავხედოთ კომპოზიციის შექმნის ისტორიას და პოპულარობამდე მის მიერ განვლილ გზას და გავიგოთ, თუ…
- 97
ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც…