ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”  თათია ნიკოლაშვილი  დღეს, პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ეს უკანასკნელი ოზურგეთის დასვენების პარკში იმყოფებოდა.

ნიკოლაშვილის დაკავების მიზეზი პრემიერ-მინისტრის სტუმრობა გახდა. როგორც თათია ნიკოლაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, პრემიერ-მინისტრი არც იყო მოსული, როცა მასთან მივიდა რამდენიმე პოლიციელი და სთხოვა,  სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა.შემდეგ კი სიტყვაც არ ჰქონდათ დამთავრებული, სუსის კუთვნილ შკოდაში  ჩასვეს და ოზურგეთის პოლიციაში მიიყვანეს, სადაც მას ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს.

თათია ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ის უბრალოდ იმყოფებოდა ოზურგეთის პარკში და ელოდებოდა პრემიერ-მინისტრს, რათა მისთვის შეკითხვა დაესვა. როგორც თვითონ აცხადებს, მას არც პლაკატი და  არც ბანერი ხელში არ ეჭირა და არანაირი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share