5-დან 4 ქალაქის ახალი საკრებულოს ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ხელფასების გაზრდა იყო

“ფლანგვის დეტექტორის” კვლევით, 5 თვითმმართველი ქალაქის საკრებულოდან 4-ში არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღეს, ხელფასების გაზრდა იყო. ანაზღაურება მათ მინიმუმ 1500 ლარით გაიზარდეს.  ხელფასები არ გაზრდილა მხოლოდ ბათუმში, რადგან ამ დრომდე საკრებულო ვერ შეიკრიბა.

“თანამდებობებზე მყოფი საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურება 1,980-დან  7,150 ლარამდე მერყეობს.

მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში 177,723 პირი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, საარსებო შემწეობით და მათგან 69,829 არასრულწლოვანია.
2022 წელს საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება ჯამში 194 მილიონი ლარით გაიზარდა და პრემიერი ღარიბაშვილის თქმით, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
ინფლაციის ფონზე საკრებულოს წევრების ხელფასების გაორმაგების პარალელურად, სოცდაუცველების საარსებო შემწეობა თვეში კვლავ 60 ლარია.” წერს ფლანგვის დეტექტორი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share