“ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს” – ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება დღეს 4-თვიანი პაუზის შემდეგ მისცეს. მან სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში ცოტა ხნის წინ მოინახულა:

“ვერ მოგაწვდით დეტალურად ინფორმაციას თუ რა წამლებს აძლევენ, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. პასუხები არ გვაქვს ჯერ პირველადი კვლევების, დღეს ჩატარდა, ასე რომ პასუხებზე ვერაფერს გეტყვით, – ამბობს ყიფშიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share