”საერთაშორისო პარტნიორებთან ვაპირებთ შეხვედრას. ვგეგმავთ, რომ კრიტიკული მედიების წარმომადგენლები ერთიანად შევხვდეთ ელჩებს, ცალკე მთავარი არხიც… შეიძლება პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. არა ერთხელ მოხდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ იმ პოზიციას ვინარჩუნებთ, რა პოზიციაც გააჟღერა თვითონ ნიკა გვარამიას, არ ვაპირებთ ამას გადავუხვიოთ, პრეზიდენტისგან არ ვითხოვთ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მას შესაწყალებელი არაფერი არ აქვს, თუმცა თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, ამას ვერ ავუკრძალავთ” –
განაცხადა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფრომა გიორგი გაბუნიამ.