ქალაქ ოზურგეთის გზებზე და ქუჩებში ამ დილით პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას მხარდამჭერი წარწერები გაჩნდა.
უცნობია თუ ვინ გააკეთა ეს წარწერები, თუმცა დილიდან მან ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მიიპყრო.
ტვ “მთავარის” დამფუძნებელი და წამყვანი ნიკა გვარამია გუშინ თბილისის სასამართლომ შეთითხნილ საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას სამი წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
საზოგადოებამ მაშინვე ის პოლიტპატიმრად და საქართველოს ერთპიროვნილ მმართველ, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად ტყვედ.