ბიზნესმენი ჯონი გიგანი სოცქსელში მიხეილ სააკაშვილზე წერს:
„ადვოკატებს ვთხოვ……მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის დასკვნა ექიმთა კონსოლიუმისმიერ 4-5 თვის წინ იყო გამოქვეყნებული.ამ დასკვნით გავიგეთ, რომ არასწორი სამკურნალო დანიშნულება, პირდაპირ ამხელდა პაციენტის მიზანმიმართულ, დროში გაწელილ მკვლელობას. სამედიცინო ექსპერტის ენით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სასჯელ აღსრულების სისტემის მიერ „შერჩეულმა“ ექიმებმა ზედმიწევნით შეასრულეს არა ჰიპოკრატეს ფიცი, არამედ ივანიშვილის კლასტერის პოლიტიკური დავალება. ამას ადასტურებს პაციენტ სააკაშვილის ყოველდღიურად დამძიმებული და კრიტიკული მდგომარეობა.საინტერესოა იურისტებმა შეიტანეს თუ არა, ამ დანიშნულების მიმცემი ექიმთა მიმართ პროკურატურაში საჩივარი? ეს ხომ არის განძრახ მკვლელობის მცდელობა? უამრავი კითხვისნიშანი ჩნდება, ამ დაგეგმილი მკვლელობის გარშემო, რასაც „ქართული ოცნების“ ყველა პირველი თავიანთი საზარელი, ცინიკური განცხადებებით საჯაროდ „აპრავებენ“?!რეალობის დასადგენად დადგა თუ არა სამედიცინო ექსპერტიზის საკითხი?აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე სამკურნალო დანიშნულებაზე ხელმომწერი რომელიმე ექიმის მიმართ?ადვოკატებისა და პირადი ექიმისგან, ასევე „ემპათიას“ განცხადებებიდან ვისმენთ, პაციენტ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტის თაობაზე.რატომ არ ატყდა სამართლებრივი განგაში ამ ფაქტის გარშემო?!მიმართა თუ არა ადვოკატთა ჯგუფმა ექსპერტთა საქართველოს სამხარაულის ექსპერტიზასა და საერთაშორისო ექსპერტთთა ინსტიტუტებს, ჩართულობის თხოვნით?მიმართეს თუ არა დიპლომატთა კორპუსს ამ საქმეში დახმარებისთვის? გააკეთეს თუ არა საერთაშორისო ჟურნალ გაზეთებში პუბლიკაციები მესამე პრეზიდენტის შექმნილი სავარაუდო ლიკვიდაციაზე, მთავრობის ჩინოვნიკებიდან პუტინის კლასტერის დავალებით,ჩემი აზრით, საადვოკატო სამსახურმა სასწრაფო მოქმედებით უნდა შეადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს, ასევე საჭიროა იურდიული საადვოკატო მუშაობა ჩვენ სასამართლოში და ქვეყნისთვის, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებისთვის,ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია შეგროვდეს და დაარქივდეს სათანადო გაყალბებული „მტკიცებულებები“ იმისა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის ხელყოფა, როგორც თავად აცხადებენ, ხდება „სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების, შიმშილის, დაუმორჩილებლობის“ და ა. შ. ნიადაგზე.ამიტომ საინტერესოა, ადვოკატების მიერ ხდება თუ არა, ყველა სამედიცინო დანიშნულების და დასკვნის გადამოწმება?ამასთან აუცილებელია, ამ მიმართულებით არსებული ყველა მასალა გასაჯაროვდეს.ოკუპანტი პუტინის პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან ოლიგარქ ივანიშვილის ციხეში არ არის დაზღვეული. ის მუდმივი პოლიტიკური სამიზნეა და მას საერთაშორისო სამართლით ესაჭიროება უსაფრთხოების უზრუნველყოფა.ბოლო საგანგაშო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის მეტი „შესაძლებლობა“ გაუჩნდათ.ამიტომ ახლა ადვოკატებზე დგას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე, იმედია გათავისებული აქვთ ეს ისტორიული პასუხისმგებლობა!!!საზოგაოებამ კი თავის თავზე უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა და აკონტროლოს ივანიშვილ-პუტინის მაფიის ქმედებები. მე როგორც გამოცდილ ადამიანს ციხიდან გამოყვანისა… აუცილებელია ჩემი თხოვნა იქნება შეასრულოთ ეს ზემოთ ჩამოთვლილი საადვოკატო სამუშაო, მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაცია, რომ ვერ გაბედონ ფაქტების შეგროვების შიშით, ეს მუშაობა ადვოკატების….. დიდი პრევენციაა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის…!!!“ – წერს გიგანი.