მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ – ,,პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის ღონისძიებაზე გამოსვლას უწუნებს.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა არგუმენტაციასა და კონტექსტს მოკლებული იყო.
მან სცადა სასამართლოს რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში, დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო. ამას ძალიან პირდაპირ და თამამად ვამბობ.
ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს, როცა არ იცი, რაზე ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამაზე ჩვენ უნდა მივანიშნოთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი.
დარწმუნებული ვარ და ეს ასეა, ამ არასწორი განცხადებით, მან სცადა სასამართლო ინტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში, დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი.
ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის, რა განცხადება უნდა გააკეთო, მეორე, როცა პრეზიდენტი აკეთებს განცხადებებს არგუმენტის გარეშე, თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს ბუნებრივია, სერიოზული პრობლემაა – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, მიუხედავად დაშვებული შეცდომისა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას მმართველი გუნდი იმპიჩმეტის საფუძვლად არ განიხილავს.
26 მაისის ღონისძიებაზე გამოსვლისას საქართველსო პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა სასამართლო სისტემა და მას ,,სირცხვილი” უწოდა.