“გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” – მანიფესტი

“გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” სასტუმრო სტამბაში ახალი სამოქალაქო ინიციატივის  პრეზენტაცია მიმდინარეობს.  ღონისძიებაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წაიკითხავენ მანიფესტს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა არის ძალიან დიდი შანსი საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპას და ევროპამ ამაზე უარი არ უნდა თქვას. მათივე თქმით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ევროკავშირის წევრობის განაცხადი ქართველი ერის ისტორიული არჩევანია და ყველა უნდა გაერთიანდეს ამ დიდი მიზნის გარეშემო. “ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისათვის, ეს თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა” – ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ლაშა ბუღაძემ წაიკითხა მანიფესტი, შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share