გიორგი კეკელიძეს სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს. მის წერილებსა და ნააზრევს არაერთი ადამიანი იზიარებს და იწონებს. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ავტორმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა:
„არ მოიტყუოთ თავი – ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა – ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც – გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის.
ამიტომაც, როცა მეუბნებიან: „შენ ყველას უყვარხარ“, მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის
დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად: საქმეების, რომლებსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება; ბრძოლის ველის განვრცობა; შრომა, შრომა და შრომა…”