PMCG-ის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ინფლაციაა, რომლის დაძლევა მოკლე ვადაში ვერ მოხერხდება:
„ფაქტია, რომ ჩვენ ამ მდგომარეოაბში ყველაზე მთავარი გამოწვევა რაც გვაქვს, არის ინფლაცია და მის დაძლევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მეორე საკითხი ინვესტიციებია, იმის გათვალისწინებით, რომ გეოპოლიტიკური სივრცეც არ არის ხელშემწყობი დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ამ მხრივ გარღვევა გვქონდეს და მესამე საკითხი, რომელიც ზემოქმედებს ეკონომიკაზე, ეს არის ჩარიცხვები უცხოეთიდან. ამ თვალსაზრისით მაღალია ჩარიცხვები ბოლო პერიოდში და ეს ხელს უწყობს საქართველოში მონეტარული ბალანსის შექმნას, რაც აისახება სავალუტო კურსზეც.
დღეის მდგომარეობით ეს სურათია, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მომავალში. მიმდინარე პროცესები იმდენად სწრაფად ცვალებადია, რომ რთულია ზუსტი პროგნოზის დასმა და გათვლა იმისა, როგორი უნდა იყოს მეორე კვარტლის შედეგები“, -აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.