დღეს ჩვენ ევროპას ბევრად უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა. ევროპის ერთიანობა არის ერთადერთია იარაღი, რომელიც შეიძლება გამძვინვარებულ რუსეთს დაუპირისპირო. რეგიონულად ისეთი საკვანძო ქვეყანა, როგორიც საქართველოა უმნიშვნელოვანესია. ევროპასთან საქართველოს ყოფნა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა.
„3 წლის წინ, თუნდაც 6 თვის წინ, ჩვენთვის იყო სანატრელი ევროპა. დღეს, მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ისეთი პარტნიორი, როგორიც საქართველოა არ დატოვონ. განსაკუთრებით ნატო. ბოლო პერიოდში ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მსგავსი კონტრიბუცია არავის აქვს განხორციელებული. აუცილებლად ვჭირდებით ევროპას. ევროპა ყველაფერ გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ დაკარგოს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.