მოვუწოდებ მთავრობას, მისცეს ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება – გიორგი სააკაშვილი

დამოუკიდებელი მედიკოსების კლინიკაში შესვლის მოლოდინშია მესამე პრეზიდენტის ოჯახი. მიხეილ სააკაშვილის ნათესავები ამბობენ, რომ თუ მესამე პრეზიდენტს მალე არ დაუსვამენ დიაგნოზს და დაიწყება ეფექტური მკურნალობა, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს.

ოჯახი ხელისუფლებას რეაგირებას და საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ დღითი დღე უარესდება მიშას მდგომარეობა. მივმართავ რატი ბრეგაძეს, რომ არ შეიძლება ადამიანს ექცეოდეს ასე, როდესაც საუბარი არის საქართველოს მოქალაქეზე, რომლის უფლებაც არის რომ იცოცხლოს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დროზე მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ ექიმებს საშუალება, რომ რაც შეიძლება მალე შევიდნენ მასთან და დადონ ალტერნატიული დასკვნა, რომელიც საფუძველს მოგცემს რომ გავიყვანოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ”, – ამბობს გიორგი სააკაშვილი.

შეგახსენებთ,რომ  25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა ალტერნატიული კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან ისევ ვერ შედის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share