“პრეზიდენტი პუტინი ყოველდღე ჩნდება საზოგადოებაში. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მას ეკრანებზე, წაიკითხოთ და მოუსმინოთ მის გამოსვლებს. არა მგონია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება დაინახონ ამ ადამიანში რაიმე სახის ავადმყოფობის ან სისუსტის ნიშნები.
მათ სინდისზე იყოს, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელებს, მიუხედავად ყოველდღიური შესაძლებლობისა, დარწმუნდნენ, ვინ და როგორ გამოიყურება”
განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პუტინს მძიმე დაავადება აქვს.