რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ დონბასის გათავისუფლება უკრაინაში მიმდინარე რუსეთის „სპეცოპერაციის“ უპირობო პრიორიტეტია.
“ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, რა გარემოში სურთ არსებობის გაგრძელება: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში – რუსული განათლების, მედიის, კულტურის, ენის და ყოველდღიური ცხოვრების აკრძალვა თუ სხვა გარემოში, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს”, – თქვა ლავროვმა.