დანიურმა ენერგეტიკულმა ფირმა Ørsted-მა დაადასტურა, რომ რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი, “გაზპრომი” შეწყვეტს გაზის მიწოდებას 1 ივნისიდან მას შემდეგ, რაც Ørsted უარი თქვა გაზის რუბლებში გადახდაზე.
„Orsted-ში ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უარს რუბლებში გადახდაზე და ვემზადებოდით ამ სცენარისთვის, ასე რომ, ჩვენ მაინც ველით, რომ შევძლებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას“, – თქვა მადს ნიპერმა, ჯგუფის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ნიდერლანდებს, ფინეთს, პოლონეთსა და ბულგარეთს უკვე შეუწყდათ რუსული გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც უარი თქვეს რუბლის გადახდაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მარტში განაცხადა, რომ “არამეგობრულ” ქვეყნებს მოუწევთ რუბლის გადახდა, ვიდრე კონტრაქტებში მითითებული ევროს ან დოლარს.