ოპოზიცია სუს-გან პასუხებს მოითხოვს – ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნების მთავრობას რუსეთთან მორიგი თანამშრომლობის ფაქტებში ადანაშაულებენ.
ამჯერად საუბარია ათობით კილომეტრზე გადაჭიმულ რიგებზე ლარსის საბაჟოსთან. რუსეთში გამგზავრების რიგში ძირითადად სომხეთიდან მომავალი სატვირთოები დგანან.
რა ტვირთი მიაქვთ მძღოლებს გაურკვეველია. ფაქტია, რომ უკრაინასთან ომის შემდეგ სომხეთ რუსეთის ტვირთბრუნვა ორჯერ გაიზარდა და საქართველო ამ ტვირთს უპრობლემოდ ატარებს.
მმართველი გუნდის ოპონენტები პასუხებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვენ.
მთავარი არხი