დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნები გრძელვადიანი ომისთვის უნდა მოემზადონ.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, NATO-მ ამ კონფლიქტში უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ ისაა, რომ ეს ომი იქცა დამქანცველ ომად, სადაც უკრაინელები ბრძოლის ველზე საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის დიდ ფასს იხდიან, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთსაც დიდი დანაკარგები აქვს.

უკრაინისთვის დახმარების მიწოდება ჩვენი პასუხისმგებლობაა. ომების უმეტესობა – და ასევე სავარაუდოდ ეს ომიც – რაღაც ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ რაც ჩვენ ვიცით ისაა, რომ რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება ახლო კავშირშია ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, მხარი დავუჭიროთ, რათა ამ კონფლიქტში საუკეთესო შედეგს მიაღწიონ“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share