“ბორჯომის” ქარხნის გაფიცული მუშები აქციებს თბილისში, კანცელარიასთან გამართავენ

“ბორჯომის” ქარხნის გაფიცული მუშები აქციებს თბილისში, კანცელარიასთანაც გამართავენ. ისინი 2-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ, ხელმძღვანელობასთან შუამავლობას კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ.

“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. გუშინ მათ სადისტრიბუციო მანქანების მძღოლებიც შეუერთდნენ.

“ორი თვეა ხელფასი არ აგვიღია და ძალიან გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება, ჩაგვირიცხეთ ეს ხელფასები. ვალდებულებები გვაქვს ძალიან დიდი გადასახდელი, ყველას ოჯახები აქვს. ვითხოვთ დახმარებას. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. აქ ხალხის გატეხა უნდათ და ეს არ მოხდება. “ბორჯომის” ხალხი არ გატყდება”, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

გაფიცული თანამშრომლები ახლა სასამართლო სარჩელს ამზადებენ, რომლითაც ცნობილი ქართული ბრენდის ანგარიშების საბოლოო დაყადაღებას მოითხოვენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share