“საქართველო უკრაინას და მოლდოვას რეფორმების განხორციელებით კუთხით წინ უსწრებს”, – ირაკლი ღარიბაშვილის ნარატივს მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი იმეორებს. “ქართული ოცნების” დეპუტატის შეფასებით, ქვეყანაში კანონის უზენაესობაა, დაცულია ადამიანის უფლებები და არ არსებობენ პოლიტპატიმრები.
„საქართველო ყველა იმ რეფორმების მიხედვით, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, საქართველო წინ არის უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით. ეს იქნება კანონის უზენაესობა, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ქვეყანას გაუფუჭონ საქმე. ამის მიღმაა ის განცხადებები, ძალიან თვალნათელი, რომელსაც ისინი აკეთებენ მედიასივრცეში, პარლამენტში, – თქვა წილოსანმა.